საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ავსტრიის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტების საყურადღებოდ!

ავსტრიის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტების საყურადღებოდ!
🔵 2021 წლის 18 ნოემბერს, შპს „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“ მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მიერ იგეგმება კონფერენცია სახელწოდებით - „მიგრაცია და დიასპორა - გლობალური გამოწვევები“. 
🔵 კონფერენციის მიზანია მიგრაციისა და დიასპორის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და სტუდენტების თვალით დანახული გამოწვევებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება. 
🔵 მასში მონაწილეობის მიღება, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებთან ერთად, შეუძლიათ ასევე საზღვარგარეთ, მათ შორის, ავსტრიის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ სტუდენტებს!
🔵 კონფერენციაში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ სამეცნიერო ნაშრომებს შეაფასებს სამეცნიერო კომისია და გამოვლინდება სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი, რომლებსაც გადაეცემათ სპეციალური პრიზები, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს - სერთიფიკატები.

https://eeu.edu.ge/portfolio/studenturi-samecniero-konf-migracia/?fbclid=IwAR1yc10YX_B8l0oWhzrfIUjMWrGsYiNOxQsH0IwW_ipiToxZVkfZtGIR2oA