საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ქეთევან ციხელაშვილმა და საელჩოს წარმომადგენლებმა მოინახულეს მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკი.

2021 წლის 17 ივლისს, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ქეთევან ციხელაშვილმა და საელჩოს წარმომადგენლებმა მოინახულეს მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკი.
საელჩოს თანამშრომლებმა ყვავილებით შეამკეს მაუთჰაუზენსა და მის ახლო მდებარე საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის მემორიალური დაფა, რომელიც 2018 წელს ავსტრიის რესპუბლიკაში ქართველ სტუდენტთა ასოციაციის Georgian Students Association in Austria ინიციატივით და ძალისხმევით გაიხსნა.
განსაკუთრებული პატივით მოიხსენიეს
ქართველი ჯარისკაცი სიმონ დაღელაშვილი, რომელიც მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკს გადაურჩა, განთავისუფლების შემდეგ კი, საქართველოში დაბრუნდა და გორში აგრძელებდა ცხოვრებას და სამწუხაროდ ახლახანს გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ მაუთჰაუზენის ბანაკი ავსტრიის ტერიტორიაზე არსებული მთავარი საკონცენტრაციო ბანაკი იყო და მიეკუთვნებოდა, განსაკუთრებით მძიმე პირობების მქონე ბანაკთა კატეგორიას , სადაც რამდენიმე ქართველი იმყოფებოდა ტყვეობაში.
საკონცენტრაციო ბანაკის მონახულების, შემდეგ მამა ილია ჩადუნელმა დაღუპული ქართველი ჯარისკაცების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.