საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქეთევან ციხელაშვილის გაცნობითი სახის შეხვედრა ლინცში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

2021 წლის 17 ივლისს, გაიმართა ელჩის ქეთევან ციხელაშვილის გაცნობითი სახის შეხვედრა ლინცში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
🔵 შეხვედრაზე ელჩმა დიასპორის წარმომადგენლებს საელჩოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
განსაკუთრებული ხაზი გაესვა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ელჩმა დიასპორის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საგარეოსაქმეთა სამინისტროს დიასპორული პროგრამების შესახებ და მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონაღნიშნულ პროგრამებში.
🔵საუბარი შეეხო აგრეთვე ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ამ კუთხითშექმნილ სირთულეებს.
🔵 შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის დროსაც დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ ელჩისგან პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესოსაკითხებზე.