საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს და უცხოეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებს, რომლებსაც ამ დროისათვის არ მოუმართავთ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის თხოვნით, კიდევ ერთხელ მოუწოდებს: დროულად გააკეთონ შესაბამისი განაცხადი, რომლის საფუძველზეც მოხდება მათი რეგისტრაცია საარჩევნო სიებში.

მზარდი მომართვიანობის გათვალისწინებითა და კონსტიტუციით განსაზღვრული, მოქალაქეთა საარჩევნო უფლების ეფექტურად გამოყენების მიზნით, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვთხოვთ:

- ყურადღებით გაეცნონ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის წინაპირობებსა და წესებს, რომლებიც განთავსებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე

- განმარტებებისათვის დარეკონ საზღვარგარეთ შესაბამის საკონსულო დაწესებულების ან საკონსულო დეპარტამენტის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე
- აღრიცხვაზე დადგომის თხოვნით მიმართონ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის საკონსულო დაწესებულებას/დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან ონ-ლაინ რეჟიმში შეავსონ განაცხადი/ანკეტა (https://geoconsul.gov.ge/HtmlPage/html/View?id=41) 
- გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები შესაბამის საკონსულო დაწესებულებაში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან განაცხადების ელექტრონულ რეესტრში (https://www.geoconsul.gov.ge/ka/check/application)

ვრცლად იხილეთ:http://gov.ge/s/2003f

 

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკოსნულო სამსახურის ვებ გვერდზე:

https://geoconsul.gov.ge/

იხილეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფრომაციო ბროშურა

PDFსაინფორმაციო ბროშურა