საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სტაჟირების კონკურსი: საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ეუთო-სა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში აცხადებს სტაჟირების კონკურსს

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა აცხადებს სტაჟირების კონკურსს

საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს ავსტრიაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

საბუთები მიიღება 2018 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით,  ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: vienna.emb@mfa.gov.ge

სტაჟირების დაწყების სავარაუდო თარიღია 2019 წლის 4 თებერვალი.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. განაცხადების გადარჩევა;

2. გასაუბრება;

ვაკანსიის ოდენობა:

2 (ორი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·  კანდიდატი უნდა ფლობდეს გერმანულ და/ან ინგლისურ ენებ;

· განათლება: პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებები, სამართალმცოდნეობა,  უცხო ენები (გერმანული, ინგლისური).

წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:

  •  განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ;
  • ავტობიოგრაფია;
  • დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
  •  პასპორტის ასლი;
  • ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
  • ერთი ფოტოსურათი (3X4).
  • ცნობა ნასამართლობის შესახებ  (ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს https://www.geoconsul.gov.ge/ka/consularServices მომსახურება უფასოა).

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: საქართველოს საელჩო, . ვენა, Doblhoffgasse 5/5, 1010

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით  ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

· დამატებითი ინფორმაციისათვის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საელჩოს ტელეფონზე: +43 1 403 98 48 0 (10:00 საათიდან 13:00 საათამდე) ან მოგვმართონ ელ-ფოსტის მეშვეობითvienna.emb@mfa.gov.ge

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

 

იხილეთ დანართები:

განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.pdf

სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი.pdf