საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა, დავით დონდუამ რწმუნებათა სიგელი გადასცა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ტომას გრემინგერს

 

2018 წლის 6 ნოემბერს, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა, დავით დონდუამ რწმუნებათა სიგელი გადასცა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ტომას გრემინგერს.

ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ეუთო-ს მნიშვნელობას ევროპაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და მიესალმა გენერალური მდივნის ნაბიჯებს, მიმართულს ორგანიზაციის ეფექტურობის გაზრდისა და არსებული გამოწვევების დაძლევისკენ. დავით დონდუამ ტომას გრემინგერს დაუდასტურა ქართული მხარის სრული მხარდაჭერა ამ პროცესში.

 შეხვედრის ბოლოს, მხარები შეთანხმდნენ განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა.