საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა, დავით დონდუამ რწმუნებათა სიგელი გადასცა ბირთვული ცდების ყოვლისმომცველი აკრძალვების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CTBTO) მოსამზადებელი კომისიის აღმასრულებელ მდივან, ლასინა ზერბოს.

16.11.2018 ვენა - ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა, დავით დონდუამ რწმუნებათა სიგელი გადასცა ბირთვული ცდების ყოვლისმომცველი აკრძალვების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CTBTO) მოსამზადებელი კომისიის აღმასრულებელ მდივან, ლასინა ზერბოს.

ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორგანიზაციის, როგორც გლობალური განიარაღებისა და ბირთული იარაღის გაუვრცელებლობის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტის მნიშვნელობაზე. ასევე აღნიშნეს, რომ ხელშეკრულების დროულად ძალაში შესვლა და უნივერსალიზაცია უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყველა ქვეყნისთვის.

დავით დონდუამ ხაზი გაუსვა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული, CTBTO-ს მეგობართა ჯგუფის შეხვედრის მნიშვნელობას და აღმასრულებელ მდივანს დაუდასტურა საქართველოს მზადყოფნა გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა CTBTO-ს სამდივნოსთან, მონიტორინგისა და ვერიფიკაციის სისტემის გაძლიერების მიზნით. ლასინა ზერბომ აღნიშნა, რომ მოსამზადებელი კომისია აფასებს საქართველოს მხარდაჭერას ბირთვული ცდების ყოვლისმომცველი აკრძალვების ხელშეკრულების უნივერსალიზაციის ხელშეწყობაში და იმედოვნებს, რომ ქართულ მხარესთან თანამშრომლობა გაგრძელდება უფრო ინტენსიურად.