საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა, დავით დონდუამ რწმუნებათა სიგელი გადასცა გაერო-ს მრეწველობის განვითარების ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, ლი იონგს.

16.11.2018 ვენა - ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა, დავით დონდუამ რწმუნებათა სიგელი გადასცა გაერო-ს მრეწველობის განვითარების ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, ლი იონგს.

 

ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გაერო-ს მრეწველობის განვითარების ორგანიზაციას შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე.

 

დავით დონდუამ ხაზი გაუსვა გაერო-ს მრეწველობის განვითარების ორგანიზაციის მანდატის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ქართული მხარე გეგმავს გაააქტიუროს თანამშრომლობა ამ ორგანიზაციასთან. ქართული მხარე დაინტერესებულია ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში და ამ მხრივ გვსურს UNIDO-სთან დავსახოთ სამომავლო პრიორიტეტები. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორგანიზაციას შევთავაზოთ გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა სამრეწველო და ბიზნესის წარმოების მიმართულებით, ვინაიდან ჩვენ რეგიონში ბიზნესის კეთების სიმარტივისა და მსოფლიო ბანკის მმართველობის რეიტინგების მიმართულებით ვართ ლიდერები.  

 

ლი იონგმა აღნიშნა, რომ გაერო-ს მრეწველობის განვითარების ორგანიზაციისათვის მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs) წარმოადგენს მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგის ძირითად მიმართულებას. ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა სამი ძირითადი მიმართულებით, ესენია მრეწველობის განვითარების, განახლებადი ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის პროექტების მხარდაჭერა მისი მანდატის ფარგლებში. ამ მხრივ ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების განხორციელება ქვეყნისათვის სხვადასხვა, პრიორიტეტული მიმართულებებით.

 

შეხვედრის ბოლოს, მხარები შეთანხმდნენ განაგრძონ თანამშრომლობა.