საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

21.11.2018, ვენა - ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმადავითდონდუამრწმუნებათასიგელიგადასცაატომურიენერგიისსაერთაშორისოსააგენტოს (IAEA) გენერალურდირექტორს,იუკიაამანოს.

ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზედავით დონდუამ გენერალურ დირექტორს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სააგენტოს მიერ გაწეული დახმარებისათვის, რომელიც მოიცავს, როგორც ფინანსურ, ისე ექსპერტული ცოდნით მხარდაჭერას,რაც ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოები სკუთხით საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას უზრუნველყოფს.

თავის მხრივ, აესს-ს გენერალურმა დირექტორმა კიდევ დაადასტურა საქართველოში მიმდინარე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულების რეფორმირების მხარდაჭერა და იმედი გამოთქვა, რომ ქართულ მხარესთან თანამშრომლობა უფრო ინტენსიურად გაგრძელდება.

მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს მსოფლიოში ბირთვული უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებზე და ამ მიმართულებით სააგენტოს როლსა და საქმიანობაზე,ასევე, ბირთვული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ IAEA-ს მინისტერიალი და კონფერენციის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს მონაწილეებს შორის ბირთვული მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ატომის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ დიალოგს. გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა კონფერენციის ფარგლებშიმინისტერიალის სეგმენტის მნიშვნელობას, რომლის დროსაც მინისტრებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი ეროვნული გამოცდილება.