საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის 26 ნოემბერს, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით დონდუამ გაცნობითი შეხვედრა გამართა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან (RFoM) ჰარლემ დეზირთან

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს ოფისს შორის მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.

დავით დონდუამ აღნიშნა, რომ თავისუფალი და პლურალისტული მედიის არსებობის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია  და მან მადლობა გადაუხადა ჰარლემ დეზირს, ოფისის მიერ საქართველოში მედიის თავისუფლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

თავის მხრივ, ჰარლემ დეზირმა განაცხადა, რომ ოფისი ძალიან კარგად  თანამშრომლობს ქართულ მხარესთან. მან დასძინა, რომ საქართველომ მედიის თავისუფლების კუთხით დიდ პროგრესს მიაღწია და, რომ იგი აღნიშნულს ძალიან აფასებს. ჰარლემ დეზირმა ასევე მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს 15 წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის მედია კონფერენციის მასპინძლობისთვის.

შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა აღნიშნეს, რომ მომავალშიც მზად არიან გააგრძელონ მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა.