საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ირაკლი კობახიძე ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფს შეხვდა

ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფს სამუშაო საუზმეზე უმასპინძლა.


მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და არსებული გამოწვევები განიხილეს.

ელჩებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, დასავლური მისწრაფებების მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატეს.

შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, შვედეთის, რუმინეთის, ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთის, უკრაინის, ბულგარეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის ელჩები ესწრებოდნენ.