საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს, პეტერ გოლდგრუბერს შეხვდა. 

შეხვედრაზე სამართალდაცვით სფეროში არსებული ორმხრივი ურთიერთობები შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები დაგეგმეს.

მხარეების შეფასებით, საქართველო და ავსტრია დანაშაულთან ბრძოლის კუთხით მჭიდროდ და წარმატებულად თანამშრომლობენ. საუბარი, ასევე, შეეხო მიგრაციისა და თავშესაფრის მოთხოვნის საკითხებს. ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბრისას, აღინიშნა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ ემუქრება.

პეტერ გოლდგრუბერმა ქართულ მხარეს საპოლიციო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაუდასტურა
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილილელა ქებურია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე, ასევე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, დავით დონდუა ესწრებოდნენ.