საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 11 მარტს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით დონდუამ გამართა შეხვედრა ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მმართველ დირექტორთან მარტინ ლედოლტერთან

შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა მადლიერებით აღნიშნა ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოში გაწეული საქმიანობა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი წვლილი. ამასთან, მხარეებმა იმსჯელეს მომავალში განსახორციელებელ შესაძლო პროექტებზე და არსებულმჭიდრო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.

ბატონმა ლედოლტერმა დაადასტურა ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მზაობა, გაუწიოს საექსპერტო დახმარება  საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში.