საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 6 მაისს ვენის პრაინერის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლების ინიციატივითა და სპონსორობით გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი

ავსტრიაში მოღვაწე ქართველმა პიანისტისმა გიორგი ლაცომ (ლაცაბიძე) და მისმა მეუღლემ ანა ლაცომ შეასრულეს ევროპელი და ქართველი კომპოზიტორები ნაწარმოებები ოთხი ხელისთვის და ორი პიანინოსთვის. კონცერტზე მოწვეული იყვნენ ავსტრიის პოლიტიკური და  კულტურული წრეების, აგრეთვე ავსტრიის რესპუბლიკასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. 

კონცერტის შემდეგ სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ღვინოები, რომელიც წარმოადგინა კახეთის ტრადიციულმა მეღვინეობამ. კონცერტის შედეგად შემოსული თანხა გადაირიცხა საქართველოს სოლიდარობის ფონდში და მოხმარდება სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობას. საელჩო მადლობას უხდის ყველას საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.