საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მიმდინარე წლის 14 მაისს, ვენაში, გაიმართა ეუთო-ს ადამიანის უფლებების დაცვის განზომილების კომიტეტის სხდომა, რომლის ძირითად თემას არჩევნები წარმოადგენდა

საქართველოს სახელით, სხდომაზე ნებაყოფლობითი ანგარიში წარადგინა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ქალბატონმა თამარ შუკაკიძემ. მან თავის გამოსვლაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არჩევნებში სრულფასოვნად მონაწილეობის მიზნით და მათი საარჩევნო უბნების ხელმისაწვდომობის უზრუნველმყოფის მიმართულებით  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა.

ქალბატონი თამარ შუკაკიძის გამოსვლის შემდეგ, სხდომის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ მისთვის კითხვები და გაეკეთებინათ კომენტარი მოცემულ თემაზე.