საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 15 მაისს გაიმართა საქართველოს ელჩის დავით დონდუას შეხვედრა, ავსტრიის ეროვნული საბჭოს (პარლამენტი) საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს.

მეგობართა ჯგუფის  წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ავსტრია საქართველოს ეროვნული მისწრაფებების, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და რეგიონში არსებულ გამოწვევებს.

ყურადღება გამახვილდა ინტენსიური საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და ხშირი გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე.

ავსტრიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს ეროვნული საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლაუს შერაკი (პროევროპული ლიბერალური პარტია NEOS) და მასში გაწევრიანებული არიან სხვადახვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.