საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმებასთან საქართველოს შეერთების სიგელის გადაცემა

2019 წლის 2 ოქტომბერს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით დონდუამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორს, პერი ლინ ჯონსონს გადასცა „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმებასთან საქართველოს შეერთების სიგელი.

სიგელის გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ მხარეებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ისაუბრეს საქართველოსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე.