საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული საღამო გრაცის მუსიკალურ ფესტივალზე

2019 წლის 5 ოქტომბერს გრაცის „Kongressaal“-ში, მუსიკალურ ფესტივალ "ORF musikprotokoll“-ის ფარგლებში, გაიმართა ქართველი კომპოზიტორის, მიხეილ შუღლიაშვილის ნაწარმოების - „Polychronia“ მსოფლიო პრემიერა. ნაწარმოები შეასრულა ავსტრიის რადიოს, ORF-ის სიმფონიურმა ორკესტრმა. ეს ნაწარმოები მიხეილ შუღლიაშვილმა 40 წლის წინ შექმნა, თუმცა მას არ მიეცა საშუალება ის ფართო საზოგადოებისთვის წარედგინა. დღეს ეს შესაძლებელი გახდა ORF-ის ხელმძღვანელობის დამსახურებით.


ფესტივალის ფარგლებში აგრეთვე შესრულდა მიხეილ შუღლიაშვილის საფორტეპიანო ნაწარმოები - "Grosse Chromatische Fantasie“ ქართველი პიანისტების თამარ ჩიტაძისა და თამარ კორძაიას შესრულებით. საღამოს დასასრულს, მსმენელებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ინოლა გურგულიას სიმღერებისთვის, მისი შვილის დავით შუღლიაშვილის ოჯახის შესრულებით. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი ავსტრიაში დავით დონდუა.