საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული სტარტაპების ვიზიტი ვენაში

2019 წლის 1-4 ოქტომბერს ვენაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში მონაწილე სტარტაპების წარმომადგენლები. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ტურიზმის სფეროში მოღვაწე ქართული სტარტაპებისთვის ავსტრიული გამოცდილების გაზიარება, აგრეთვე, სამომავლო თანამშრომლობისთვის შესაბამისი პარტნიორების მოძიება. ვიზიტის ორგანიზატორი იყო ავსტრიის განვითარების სააგენტო, ავსტრიის სავაჭრო პალატა და „ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG).

აღსანიშნავია, რომ პროექტი უკვე მეორე წელია ხორცილედება. გასულ წელს ვენასა და გრაცში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ მწვანე და სოფლის მეურნეობის სტარტაპების წარმომადგენლები.