საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ანსამბლ “იბერის” კონცერტი ვენაში

2019 წლის 5 ნოემბერს Wiener Volksliedwerk-ის ორგანიზებით, ვენის ერთ-ერთ უძველეს საკონცერტო დარბაზ Bockkeller-ში გაიმართა ქართული ფოლკლორული ანსამბლ „იბერის“ კონცერტი, რომელზეც შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები სხვადასხვა ტრადიციული საკრავების გამოყენებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვენის კულტურული და საგანმანათლებლო წრეების წარმომადგენლები, აგრეთვე, ავსტრიაში საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის წევრები.

ქართული ფოლკლორული ანსამბლი „იბერი“ 2012 წელს ჩამოყალიბდა და მას ცნობილი ქართველი მუსიკოსი, ბიძინა მურღულია ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ „იბერმა“ ხალხურ ანსამბლ „ირიაოსთან“ ერთად, 2015 წელს გრანდიოზული კონცერტი გამართა ვენაში, თუმცა ახალი შემადგენლობით იგი 5 ნოემბერს პირველად წარსდგა ავსტრიელი მსმენელის წინაშე და დიდი მოწონება დაიმსახურა.