საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში აცხადებს სტაჟირების კონკურსს

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

სტაჟირების ვადა განისაზღვრება 3 თვიდან 6 თვემდე ვადით. 3 თვის გასვლის შემდეგ, სტაჟიორის დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 3 თვემდე ვადით.

 

სტაჟირების დაწყების სავარაუდო თარიღი: 2020 წლის 1 თებერვალი

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. განაცხადების გადარჩევა;

2. გასაუბრება;

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

კანდიდატი უნდა ფლობდეს სრულყოფილად გერმანულ ენას; ინგლისური ენა (სასურველია);

უმაღლესი განათლება, სასურველია სამართალმცოდნეობის სპეციალობით;

კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა;

ვენის 1963 წლის კონვეცია "საკონსულო ურთიერთობათა შესახებ

საქართველოს კანონი „საკონსულო საქმიანობის შესახებ“,

საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“

 

საბუთები მიიღება მ/წლის 15 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე  vienna.emb@mfa.gov.ge

 

სტაჟირებისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა)განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);

ბ)ავტობიოგრაფია;

გ)დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

დ) პასპორტის ასლი;

ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

ვ)ერთი ფოტოსურათი (3X4);

ზ)ცნობა ნასამართლობის შესახებ (ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს https://www.geoconsul.gov.ge/ka/consularServices  მომსახურება უფასოა).

 

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის გასაუბრების თარიღი და ადგილი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

 

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

 

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საელჩოს ტელეფონზე: +43 1 403 98 48 0 (10:00 საათიდან 13:00 საათამდე) ან მოგვმართონ ელ-ფოსტის მეშვეობით:  vienna.emb@mfa.gov.ge

 

იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი: