საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ეროვნული ბალეტი “სუხიშვილები” ვენაში

2019 წლის 18 ნოემბერს, პირველად ვენაში, საკონცერტო დარბაზ Stadthalle-ში გაიმართა საქართველოს ეროვნული ბალეტის „სუხიშვილების“ კონცერტი. კონცერტზე ანსამბლი „სუხიშვილები“ განახლებული პროგრამით წარსდგა ავსტრიელი მაყურებლის წინაშე. ტრადიციულ პროგრამასთან ერთად, შესრულდა ახალი, თანამედროვე ელემენტებით დატვირთული ცეკვები. ავსტრიაში საქართველოს ელჩის, დავით დონდუას მოწვევით, კონცერტს ესწრებოდნენ ავსტრიის სახელმწიფო უწყებებისა და ვენაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ვენაში წარმატებული სადებიუტო კონცერტის შემდეგ, ვენის საკონცერტო დარბაზი Stadthalle 2020 წლის 8 ნოემბერს კვლავ უმასპინძლებს სუხიშვილების ეროვნულ ბალეტს.