საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროს ქალთა გილდიის საქველმოქმედო ბაზარი ვენაში

2019 წლის 22-23 ნოემბერს, ვენაში რიგით 51-ე გაეროს ქალთა გილდიის საქველმოქმედო ბაზარი (UNWG International Festival - Charity Bazaar) გაიმართა, რომელზეც საქართველოს საელჩო ტრადიციულად ქართული კუთხით იყო წარმოდგენილი.

საქველმოქმედო ბაზარზე დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოენახულებინათ და შეეძინათ ქართველი ხელოვანების ნამუშევრები, მათ შორის ხელნაკეთი ნივთები, სამკაულები, საქართველოს შესახებ სუვენირები და სხვა მრავალი.

აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა გილდიის საერთაშორისო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ვენაში ყოველწლიურად იმართება და მას ათასობით ადამიანი სტუმრობს. ფესტივალზე შემოსული თანხით ქალთა გილდია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო პროექტებს აფინანსებს.


Copyright: Harald Klemm/Diplomatica.uno