საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა ინსბრუკის უნივერსიტეტის ანალიტიკური ქიმიისა და რადიოქიმიის ინსტიტუტის ხელმძღვანელთან

2019 წლის 27 ნოემბერს საქართველოს ელჩი დავით დონდუა შეხვდა ინსბრუკის უნივერსიტეტის ანალიტიკური ქიმიისა და რადიოქიმიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ავსტრიის ფარმაკოლოგიური სკრინინგის ინსტიტუტის (Austrian Drug Screening Institute (ADSI)) დირექტორს, პროფესორ გუნტერ ბონს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა თბილისისა და ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები. აგრეთვე, საქართველოში ავსტრიული და გერმანული ფარმაკოლოგიური კომპანიების საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.