საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ავსტრიაში ქართული სათვისტომოს საშობაო ღონისძიება - „მოგზაურობა საქართველოში“

2019 წლის 22 დეკემბერს, ავსტრიაში ქართული სათვისტომოსა და ვენის ქართული საკვირაო სკოლის ორგანიზებით, გაიმართა ტრადიციული საშობაო ღონისძიება - „მოგზაურობა საქართველოში“. ღონისძიებაზე ვენის ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული სიმღერები და წარმოადგინეს მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები.

დასასრულს სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული დიასპორისა და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.