საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გრაცის ქართული საკვირაო სკოლის საშობაო ღონისძიება

2020 წლის 5 იანვარს, გრაცის ქართული საკვირაო სკოლა “იმედის” ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გრაცში გაიმართა საშობაო ღონისძიება. ღონისძიებაზე საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს წარმოდგენა “საშობაო ზღაპარი” წარუდგინეს და ქართული საბავშვო მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს.

ღონისძიების დასასრულს სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები. საშობაო კონცერტს ესწრებოდნენ გრაცში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, აგრეთვე, ავსტრიის ქართული სათვისტომოსა და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.