საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ირინა ხარატიშვილის ნამუშევრების გამოფენა ვენაში

2020 წლის 11 იანვარს, ვენაში, Galerie an Roten Hof-ში გაიმართა ცნობილი ქართველი ხელოვანის, ირინა ხარატიშვილის ექსკლუზიური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა შეეძინა მინანქრის უნიკალური სამკაულები და სხვა ნამუშევრები.

გამოფენის გახსნას ესწრებოდა ავსტრიაში საქართველოს ელჩი დავით დონდუა, აგრეთვე, ავსტრიაში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.