საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას იღებს ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციასა და მინისტერიალში

საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო 10-11 თებერვალს, ვენაში გამართულ ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციასა და მინისტერიალში.

ღონისძიების ფარგლებში დელეგაციებმა მიიღეს ბირთვული უსაფრთხოების შესახებ მინისტრთა დეკლარაცია.

ლაშა დარსალიამ სიტყვით მიმართა მინისტერიალის მონაწილეებს და ისაუბრა ბირთვული გაუვრცელებლობის, დაცულობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე. მან დეტალურად მიმოიხილა ბოლო პერიოდში საქართველოს მიერ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები, ხაზი გაუსვა აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში ქვეყნის მიერ საერთაშორისო დონეზე განხორციელებულ ღონისძიებებს.

განცხადების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომავალ საფრთხეებზე.