საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფოტოგამოფენა - „Georgia on my mind“

2020 წლის 13 თებერვალს, საქართველოს საელჩოში გაიმართა საქართველოში ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მეკავშირე ოფიცრის, კარლჰაინც (ჩარლი) გორტანოს ფოტოგამოფენა სახელწოდებით - “Georgia on my mind“. ფოტოგამოფენა მისი საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში მოგზაურობისას აღბეჭდილ შთაბეჭდილებებს ასახავს.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ. სტუმრებს, აგრეთვე, სიტყვით მიმართეს ხელოვნების ექსპერტმა ეკარტ ნუსბაუმერმა და კარლჰაინც გორტანომ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვენაში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, აგრეთვე, სტუმრები ავსტრიაში მოქმედი კულტურის ინსტიტუტებიდან და ქართული დიასპორიდან.

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე კარლჰაინც გორტანო საქართველოში 2015-2019 წლებში მოღვაწეობდა და მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში. აღსანიშნავია მისი უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით ავსტრიული მხარისგან მიღებული მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებებით. ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, კარლჰაინც გორტანოს 2019 წლის 23 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალი - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ გადაეცა.