საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მოქალაქეთა საყურადღებოდ!!!

მოქალაქეთა საყურადღებოდ ❗️

🔉ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრის ახალი განკარგულების თანახმად, მიმდინარე წლის 15 იანვრიდან ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლამდე ყველა პირმა წინასწარ უნდა გაიაროს ონლაინ-რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე https://www.formularservice.gv.at/.../user/formular.aspx... და საზღვარზე თან იქონიოს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ამობეჭდილი ან ელ. ფორმით.

🚫 აქვე გაცნობებთ, რომ ავსტრიაში შემოსვლის შემდეგ მოქალაქეები ექვემდებარებიან 10 დღიან სავალდებულო კარანტინს/თვითიზოლაციას, რომლის დასრულება შესაძლებელია მეხუთე დღის შემდეგ, ნეგატიური კოვიდ-ტესტის წარდგენით.
▶️ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული განკარგულება არ ეხება
ტრანზიტული მიზნით ავსტრიის ტერიტორიაზე შემომსვლელ პირებს, აგრეთვე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ განკარგულების თანახმადვე, გამონალისის სახით დაიშვებიან ავსტრიის ტერიტორიაზე (გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღება, საქმიანი ვიზიტი და სხვ.)
ვრცელი ინფორმაციისთვის, იხილეთ ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრის განკარგულება: https://www.ris.bka.gv.at/GeltendeFassung.wxe...

 საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე:
☎️ +43 676 3259839