საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა მედიის თავისუფლების საკითხებზე ეუთოს წარმომადგენელთან ტერეზა რიბეიროსთან

2021 წლის 9 თებერვალს, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში, ქეთევან ციხელაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მედიის თავისუფლების საკითხებზე, ეუთოს წარმომადგენელთან ტერეზა რიბეიროსთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში მედიის თავისუფლებასთან და პლურალიზმთან დაკავშირებული საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
საქართველოს ხანგრძლივი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის ოფისთან და გეგმავს ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.