საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ შეხვედრა გამართა ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებთან

2021 წლის 10 თებერვალს, ეუთოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ შეხვედრა გამართა ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებთან.
იუსტიციის მინისტრმა, დელეგაციებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსეთ-საქართველოს საქმეზე მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.