საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში ქეთევან ციხელაშვილმა, უკრაინისა და მოლდოვის ელჩებთან ერთად გამართა ონლაინ- შეხვედრა

2021 წლის 11 თებერვალს, საქართველოს ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში ქეთევან ციხელაშვილმა, უკრაინისა და მოლდოვის ელჩებთან ერთად გამართა ონლაინ- შეხვედრა, ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ბატონ გრეგორ კოსლერთან და ამავე სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩთან აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში თომას ბუხსბაუმთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ასოცირებული ქვეყნების თანამშრომლობის საკითხები და პერსპექტივები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. შეხვედრაზე ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს გადაეცა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი წერილი.🇬🇪🇺🇦🇲🇩