საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ შესარჩევ კონკურსს აცხადებს

 

პროგრამის მიზანს წარმოადგენს „ახალგაზრდა ელჩების“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება, საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნა, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და საჯარო სამსახურისთვის პერსპექტიული კადრების წარმოჩენა. 

ახალგაზრდა ელჩების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის საფუძველზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული 30 ქვეყნიდან: ავსტრიის რესპუბლიკა, აზერბაიჯანი, ამერიკის შეერთებული შტატები, ბელარუსი, ბელგიის სამეფო, ბულგარეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, დანია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ესპანეთის სამეფო, ესტონეთი, თურქეთის რესპუბლიკა, იაპონია, ირლანდია, ისრაელის სახელმწიფო, იტალიის რესპუბლიკა, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, ნიდერლანდების სამეფო, პოლონეთის რესპუბლიკა, საბერძნეთის რესპუბლიკა, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, უკრაინა, უნგრეთი, შვედეთის სამეფო, შვეიცარია, ჩინეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა. 

პროგრამის ფარგლებში, განაცხადების წარმოდგენის ვადაა 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით. კონკურსში გამარჯვებულ „ახალგაზრდა ელჩებს“, წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისთვის, თითოეულს გადაეცემა არაუმეტეს 10 000 ლარი. საკონკურსო განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის (ქართულ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის) მიღება მოხდება მხოლოდ ელექტრონულად, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე - [email protected] 

პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად იხილეთ:

  1. საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამა.
  2. საკონკურსო განაცხადის ფორმა. 

https://mfa.gov.ge/News/sagareo-saqmeta-ministris-moadgilem-diasporuli-pro.aspx?CatID=5&fbclid=IwAR1j__KKgWjKfRafRWMgUIfJn8GSoU8itYn_wY_FQIJT7d3mNcO9FEcauVE