საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვენაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა

ვენაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ორმხრივი შეხვედრები გამართა ეუთო-ს გენერალურ მიდვანთან, ჰელგა შმიდთან, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორთან, მატეო მეკაჩისთან და ეუთო-ს წარმომადგენელთან მედიის თავისუფლების საკითხებში, ტერეზა რიბეიროსთან. 

შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე. ასევე, ეუთო-ს დამოკიდებელ ინსტიტუტებთან ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე.  ლაშა დარსალიამ შეხვედრებზე მხარეებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხზე და  ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.