საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ქეთევან ციხელაშვილის შეხვედრა ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორთან, გრეგორ კოსლერთან

მიმდინარე წლის 2 ივნისს, საქართველოს ელჩმა ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორთან, ბატონ გრეგორ კოსლერთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული თანამშრომლობის საკითხები და ორ ქვეყანას შორის არსებული მზარდი დინამიკა. შეხვედრისას ელჩმა ქეთევან ციხელაშვილმა ბატონ კოსლერს მადლობა გადაუხადა პანდემიის პირობებში ავსტრიის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების ავსტრიაში შემოსვლის საკითხის  გადაწყვეტაში გაწეული დახმარებისთვის.