საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩია ქეთევან ციხელაშვილის შეხვედრა საგარეო ურთიერთობათა და გაეროს კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელთან, ავსტრიის ყოფილ ფედერალურ კანცლერთან, ვოლფგანგ შუსელთან

მიმდინარე წლის 1 ივნისს, საქართველოს ელჩმა ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა საგარეო ურთიერთობათა და გაეროს კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელთან, ავსტრიის ყოფილ ფედერალურ კანცლერთან, ბატონ ვოლფგანგ შუსელთან. გაცნობითი სახის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ინსტიტუტის ძირითად საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილდა საელჩოსა და ინსტიტუტის  ჩართულობით სხვადასხვა სახის ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობაზე, აგრეთვე, სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე.