საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის, ქეთევან ციხელაშვილის შეხვედრა ევროპის საკითხებში ფედერალური მინისტრის კაბინეტის უფროსთან, კლემენს მაირ-ჰარტინგთან

მიმდინარე წლის 1 ივნისს, გაიმართა საქართველოს ელჩის, ქეთევან ციხელაშვილის შეხვედრა ევროპის საკითხებში ფედერალური მინისტრის კაბინეტის უფროსთან, ბატონ კლემენს მაირ-ჰარტინგთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივები და აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეში საქართველოს, როგორც მოწინავე ქვეყნის, როლი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე  საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 17 მაისს კიევში ხელმოწერილ მემორანდუმს ასოცირებული ტრიოს დაფუძნების შესახებ.