საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქეთევან ციხელაშვილის განცხადება გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, ელჩი ოსა რეგნერის პრეზენტაციის საპასუხოდ

2021 წლის 20 მაისს, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ში ქეთევან ციხელაშვილმა განცხადება გააკეთა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, ელჩი ოსა რეგნერის პრეზენტაციის საპასუხოდ. გამოსვლაში ქეთევან ციხელაშვილმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქალთა უფლებების დაცვას და მხარს უჭერს ქალთა და გოგონათა გაძლიერებას. საქართველოს ელჩმა აღნიშნა ამ კუთხით ქვეყანაში გატარებული რეფორმები და საკანონდებლო ცვლილებები. მან მადლობა გადაუხადა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციას, განსაკუთრებით კი მის საქართველოს ოფისს, წლების მანძილზე გაწეული დახმარებისთვის, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის იმპლემენტაციის, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებებით.