საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქეთევან ციხელშვილის შეხვედრა ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მმართველ დირექტორთან მარტინ ლედოლტერთან

2021 წლის 18 მაისს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქეთევან ციხელშვილმა გამართა შეხვედრა ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მმართველ დირექტორთან მარტინ ლედოლტერთან. შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა მადლიერებით აღნიშნა ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოში გაწეული საქმიანობა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი წვლილი. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს მომავალში განსახორციელებელ შესაძლო პროექტებზე და არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებს წარმოადგენს სოფლისა და სატყეო მერნეობის განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, სასოფლო და სამთო ტურიზმი, განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტურობა, რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების განვითრება და პროფესიული მომზადება.