საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქეთევან ციხელაშვილმა მოდერაცია გაუწია ღონისძიებას სახელწოდებით: "კრიზისების მენეჯმენტიდან კონფლიქტების მოგვარებამდე: მშვიდობის მშენებელი ქალების როლი და ტექნოლოგია"

2021 წლის 18 მაისს, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ში, ქეთევან ციხელაშვილმა მოდერაცია გაუწია აშშ-ს, კანადის, რუმინეთის, პოლონეთისა და ლიტვის მისიების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნებოდა ქალი მშვიდობისმყოფელების როლს კონფლიქტების მართვასა და მოგვარებაში. ღონისძიება ჩატარდა ეუთო-ს კონფლიქტების ციკლის სემინარის ფარგლებში.