საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ავსტრიის დიგიტალიზაციისა და ეკონომიკის ფედერალური სამინისტროს გენერალურ მდივანთან, მიხაელ ესტერლთან

მიმდინარე წლის 17 მაისს, საქართველოს ელჩმა ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა ავსტრიის დიგიტალიზაციისა და ეკონომიკის  ფედერალური სამინისტროს გენერალურ მდივანთან, ბატონ  მიხაელ ესტერლთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებულ მზარდ დინამიკას, რომელიც წარმატებით ვითარდება, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.  შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო მიმართულებით პოსტ-პანდემიურ პერიოდში გადასადგმელ ნაბიჯებსა და სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით ორმხრივი აქტივობების კიდევ უფრო გაფართოებაზე.  შეხვედრაზე საუბარი დაეთმო ასევე სამომავლო ერთობლივი პროექტებისა განხორციელების პერსპექტივებს.