საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ქეთევან ციხელაშვილის შეხვედრა ავსტრიის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტთან, რიხარდ შენცთან

9 ივნისს, საქართველოს ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში, ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა ავსტრიის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტთან, რიხარდ შენცთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, მ.წ. შემოდგომაზე, ქ. ვენაში ქართულ-ავსტრიული ბიზნეს-ფორუმის ორგანიზების, ასევე ავსტრიული ბიზნესის წარმომადგენელთა საქართველოში ვიზიტის განხორციელების გზით