საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ❗

2021 წლის 1 ივლისიდან მარტივდება ავსტრიის რესპუბლიკაში შემოსვლის წესები:
🛑 მესამე ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები რომლებიც ავსტრიის რესპუბლიკაში შემოსვლისა და ყოფნის ზოგად წინაპირობებს აკმაყოფილებენ, შეძლებენ ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის განხორციელებას არა მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევების დროს, არამედ მგზავრობის სხვა მიზნების შემთხვევებშიც.
‼️ამ შემსუბუქებით ისარგებლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც აკმაყოფილებენ ე.წ. 3G (Getestet, Geimpft, Genesen) წესის მოთხოვნებს (დეტალურად იხ. ქვემოთ).
🔵 ე.წ. 3 G წესი გულისხმობს : ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთს ან ცნობას კორონავირუსის გადატანის შესახებ ან ტესტირებას.
🛑 საქართველოს მოქალაქემ საზღვარზე უნდა წარადგინოს აქტუალური PCR-ტესტი (ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული) ან ანტიგენის ტესტი (ბოლო 48 საათი), ვირუსის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში გაცემული ექიმის ცნობა ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაექვემდებაროს 10 დღიან სავალდებულო კარანტინს/თვითიზოლაციას რომლის დასრულება შესაძლებელია 5 დღის შემდეგ, ნეგატიური კოვიდ-ტესტის წარდგენით.
▶️☝️გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 10 დღიანი სავალდებულო კარანტინი/თვითიზოლაცია არ ეხება (❗️)
საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი (ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე), ასევე ტრანზიტული მიზნით ავსტრიის ტერიტორიაზე შემომსვლელ პირებს, აგრეთვე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ავსტრიის ტერიტორიაზე დაიშვებიან სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, საქმიანი ვიზიტის განხორციელებისათვის და ავსტრიის რესპუბლიკაში მოქმედ სააკრედიტაციო ბარათის მფლობელ პირებს.
🛑 PCR- და ანტიგენ-ტესტის წარდგენის ვალდებულება აქვთ მოქალაქეებს 10 წლის ასაკიდან.
‼️‼️ ვაქცინირებულად ითვლებიან ის პირები რომლებსაც აქვთ გაკეთებული Covid-ის ვაქცინა (ავსტრიის რესპუბლიკაში შესასვლელად დაშვებულია WHO-ს მიერ რეკომენდირებული შემდეგი ვაქცინები - BioNTech-Pfizer, Moderna, AstraZeneca, Johnon and Johnson, BIBP- CorV – Sinopharm, Sinovac) და მათზე მოქმედებს შემდეგი წესები:
პირი ვაქცინირებულად ითვლება:
- ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან 22-ე დღიდან მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში;
- ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან დამატებით ექვსი თვის განმავლობაში; (ჯამში პირი ვაქცინირებულად ითვლება 9 თვის განმავლობაში, პირველი აცრის გაკეთებიდან).
- პირები, რომლებიც გაიკეთებენ, ვაქცინას რომლისთვისაც მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი (მაგ. Johnson & Johnson) ვაქცინირებულად ითვლებიან ვაქცინაციიდან 22 -ე დღეს 9 თვის განმავლობაში.
- ხოლო, ის ადამიანები რომლებიც უკვე გამოჯანმრთელდნენ და არიან აცრილი პირველი დოზით, ვაქცინირებულად ითვლებიან აცრის დღიდან 9 თვის განმავლობაში;
🛑ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლამდე ყველა პირმა წინასწარ უნდა გაიაროს ონლაინ-რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე https://entry.ptc.gv.at/ და საზღვარზე თან იქონიოს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ამობეჭდილი ან ელ. ფორმით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +43 676 3259839 ან მოგვმართეთ ელ. ფოსტის საშუალებით: [email protected]