საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ასტრაზენეკას"ვაქცინის 5000 დოზა საქართველოშია

ასტრაზენეკას"ვაქცინის 5000 დოზა საქართველოშია
🇬🇪🤝🇦🇹 საქართველოში ავსტრიის საელჩოსა და ავსტრიის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების სახით, საქართველოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 5000 დოზა გადმოეცა.
🔹️ ავსტრიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილი ვაქცინა თბილისში 4 ივლისს ჩამოვიდა.
↘️ ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი დახვდნენ.