საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი ევროკავშირის ეგიდით საქართველოში ვიზიტით მყოფ, ავსტრიის, ლიეტუვასა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

დავით ზალკალიანი ევროკავშირის ეგიდით საქართველოში ვიზიტით მყოფ, ავსტრიის, ლიეტუვასა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
 2021 წლის 26 ივნისს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ოფიციალური შეხვედრა გამართა ევროკავშირის ეგიდით საქართველოში ვიზიტით მყოფ, ავსტრიის, ლიეტუვასა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ალექსანდრე შალენბერგის, ბოგდან აურესკუსა და გაბრიელიუს ლანდსბერგისის ვიზიტი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის ეგიდით ხორციელდება, როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი, რომ ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში.