საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

COVID 19 რეგულაციები ავსტრიაში

 

 ქვეყანაში შემოსვლის რეგულაციები  

🛑 მესამე ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები რომლებიც ავსტრიის რესპუბლიკაში შემოსვლისა და ყოფნის ზოგად წინაპირობებს აკმაყოფილებენ, შეძლებენ ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის განხორციელებას არა მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევების დროს, არამედ მგზავრობის სხვა მიზნების შემთხვევებშიც. 

❗️❗️  ამ შემსუბუქებით  ისარგებლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც აკმაყოფილებენ ე.წ. 3G (Getestet, Geimpft, Genesen) წესის მოთხოვნებს (დეტალურად იხ. ქვემოთ). 

🔵 ე.წ. 3 G წესი გულისხმობს : ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთს ან ცნობას კორონავირუსის გადატანის შესახებ ან ტესტირებას. 

🛑 საქართველოს მოქალაქემ საზღვარზე უნდა წარადგინოს აქტუალური PCR-ტესტი (ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული) ან ანტიგენის ტესტი (ბოლო 48 საათი)  დაექვემდებაროს 10 დღიან სავალდებულო კარანტინს/თვითიზოლაციას რომლის დასრულება შესაძლებელია 5 დღის შემდეგ, ნეგატიური კოვიდ-ტესტის წარდგენით. 

☝️გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 10 დღიანი სავალდებულო კარანტინის/თვითიზოლაცის და ონლაინ რეგისტრაიციის აუცილებლობა არ ეხება (❗️) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი, ან გადატანილი აქვს კოვიდ 19 (ბოლო 6 თვის განმავლობაში), ასევე ტრანზიტული მიზნით ავსტრიის ტერიტორიაზე შემომსვლელ პირებს, აგრეთვე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ავსტრიის ტერიტორიაზე დაიშვებიან სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, საქმიანი ვიზიტის განხორციელებისათვის და ავსტრიის რესპუბლიკაში მოქმედ სააკრედიტაციო ბარათის მფლობელ პირებს. 

🛑 მოქალაქეები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ზემ აღნიშნული ჩამონათვლის კრიტერიუმებს ვალდებულები არიან ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლამდე წინასწარ გაიაროს ონლაინ-რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე https://entry.ptc.gv.at/  და საზღვარზე თან იქონიონ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ამობეჭდილი ან ელ. ფორმით. 

🛑 PCR- და ანტიგენ-ტესტის წარდგენის ვალდებულება აქვთ მოქალაქეებს 12 წლის ასაკიდან. 

❗️❗️  ავსტრიის რესპუბლიკაში შემოსვლისას, ვაქცინირებულად ითვლებიან ის პირები რომლებსაც აქვთ გაკეთებული Covid-ის ვაქცინა (ავსტრიის რესპუბლიკაში შესასვლელად დაშვებულია WHO-ს მიერ რეკომენდირებული შემდეგი ვაქცინები - BioNTech-Pfizer, Moderna, AstraZeneca, Johnon and Johnson, BIBP- CorV – Sinopharm, Sinovac)  და  მათზე მოქმედებს შემდეგი წესები: 

❗️პირი ვაქცინირებულად ითვლება: 

-        ვაქცინის მეორე  დოზის გაკეთებიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს 9 თვისა.

-        პირები, რომლებიც გაიკეთებენ ვაქცინას,  რომლისთვისაც მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი (მაგ. Johnson & Johnson) ვაქცინირებულად ითვლებიან 2022 წლის 3 იანვრამდე. 

-        ის პირები, რომლებიც უკვე გამოჯანმრთელდნენ  და არიან აცრილი პირველი დოზით, ვაქცინირებულად  ითვლებიან აცრის დღიდან 9 თვის განმავლობაში. 

❗️შენიშვნა: ❗️

-        საზღვრის კვეთისგან განსხვავებით, ქვეყანაში გასტრონომიულ სექტორში, სასტუმროებსა და სხვა დაწესებულებებში, სადაც მოითხოვება ვაქცინაციის სერტიფიკატის წარდგენა, BIBP- CorV – Sinopharm და Sinovac-ის ვაქცინით აცრის სერტიფიკატები არ მიიღება!  (ამ შემთხვევაში, საჭიროა კოვიდ ტესტის ან გამოჯანმრთელების შესახებ ცნობის წარდგენა. 

დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების თაობაზე იხილეთ: https://www.sozialministerium.at/Informationen-zum-Coronavirus/Coronavirus---Aktuelle-Ma%C3%9Fnahmen.html).

 

 

❗️ ❗️ ავსტრიაში ქვეყნის შიგნით მოქმედი კოვიდ-რეგულაციები ❗️ ❗️

2021 წლის 13 დეკემბრიდან, ავსტრიის მასშტაბით უქმდება ე.წ. „მკაცრი ლოქდაუნი“. 13 დეკემბრიდან „ლოქდაუნი“ შეეხებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ 2G წესს: არ არიან ვაქცინირებული და ვირუსი არ აქვთ გადატანილი.

‼️ ავსტრიის ტერიტორიაზე, პირი ითვლება ვირუს-გადატანილად დადებითი PCR-ტესტის მიღებიდან 180 დღის განმავლობაში. ‼️ 

‼️ აუცრელ და ვირუს-არ გადატალინ პირებზე ვრცელდება შემდეგი რეგულაციები:

🔴 საცხოვრებელი ფართის დატოვება პირს შეეძლება მხოლოდ შემდეგი მიზნებისათვის:

🔵 სამსახურში წასვლა;

🔵 სასწავლო დაწესებულებაში წასვლა (სკოლა და უნივერსიტეტი);

🔵 საყიდლებზე გასვლა (სურსათის მაღაზია, აფთიაქი, თამბაქოს მაღაზია (Trafik), საფოსტო ოფისი და ბენზინ-გასამართი სადგური);

🔵 ბანკში წასვლა;

🔵 სარეკრეაციო მიზნით ჰაერზე გასვლა;

🔵 სამედიცინო მომსახურების მიღება;

🔵 აცრის გაკეთება;

🔵 რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება;

🔵 გადაუდებელი ვიზიტი სახელმწიფო დაწესებულებაში.

 

‼️‼️ ზემოაღნიშნული შეზღუდვები შეეხებათ ასევე, ვაქცინირებულ და ვირუსგადატანილ პირებს 23:00 სააათიდან. ‼️‼️

 

‼️‼️ 13-17 დეკემბრიდან ავსტრიის მასშტაბით იხსნება ყველა სექტორი, გარდა ღამის გასტრონომიისა:

‼️‼️‼️ ბურგენლანდში, ტიროლში და ფორალბერგში:

🔴 13 დეკემბრიდან მუშაობას აგრძელებენ:

🔵სილამაზის და სხეულის მოვლის ობიექტები; 

🔵 ვაჭრობის სექტორი;

🔵 გასტრონომიის სექტორი (23:00 საათამდე);

🔵 სასტუმროები.

‼️‼️‼️ ქვემო ავსტრიაში, ზალცბურგში, შტირიაში და ზემო ავსტრიაში:

🔴 13 დეკემბრიდან მუშაობას აგრძელებენ:

🔵სილამაზის და სხეულის მოვლის ობიექტები; 

🔵 ვაჭრობის სექტორი.

🔴 17 დეკემბრიდან მუშაობას აგრძელებენ:

🔵 გასტრონომიის სექტორი (23:00 საათამდე);

🔵 სასტუმროები.

‼️‼️ გამონაკლისებია ვენა და ზემო ავსტრია. ვენაში გასტრონომიის და სასტუმროების სექტორი მუშაობას აღადგენს 20 დეკემბრიდან, ხოლო ზემო ავსტრიაში მკაცრი ლოქდაუნი ყველა პირისთვის ძალაში რჩება, ამჟამინდელი ინფორმაციით, 17 დეკემბრამდე. ‼️‼️

‼️‼️ კარინთიის ფედერალურ მიწაზე ამ დროისთვის ზუსტი რეგულაციები არ არის დადგენილი. ‼️‼️

‼️‼️ ძალაში რჩება შემდეგი რეგულაციები:

🔴 2G წესით შეეხება გასტრონომიას, სასტუმრო ბიზნესს, სხეულის მოვლის სერვისებს, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებს (მუზეუმების, ბიბლიოთეკებისა და არქივების გარდა!);

🔴 2G წესის თანახმად "იმუნურად" ითვლებიან მხოლოდ ის პირები, რომლებიც არიან აცრილები ევროპის წამლის საგენტოს (EMA) მიერ დადასტურებული ვაქცინით (Moderna, Pfizer, Astra Zeneca, Johnson & Johnson), ან გადატანილი აქვთ კოვიდი;

🔴 იმუნურად აღარ ითვლებიან არც ანტიგენ და არც PCR ტესტის ნეგატიური პასუხის მქონე პირები;

🔴 მოხუცთა სახლებსა და საავადმყოფოებში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ აცრილ ან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს (გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ მათთვის, ვისთვისაც აცრა შეუძლებელია ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის რისკის გამო. მათთვის ზემოაღნიშნულ ორივე პუნქტში ჩამოთვლილ დაწესებულებებში შესვლა შესაძლებელი ინება PCR ტესტის არაუგვიანეს 72 საათიანი უარყოფითი შედეგის საფუძველზე). აცრის შეუძლებლობა დადასტურებული უნდა იყოს ექიმის შესაბამისი ცნობით;

 🔴 13 წლამდე ასაკის ბავშვები გათავისუფლებული არიან რაიმე დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისგან;

🔴 13-15 წლის ბავშვებისა და მოზარდებისთვის ე.წ. „Ninja-Pass” (სკოლაში ტესტირების ფურცელი) იგივე 2G მოწმობას უტოლდება და შესაბამისი ინტერვალების დაცვის შემთხვევაში, ძალაშია ასევე პარასკევს, შაბათს და კვირას;

🔴 მე-9 სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, სკოლის მოსწავლე მოზარდები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ 2G დოკუმენტი;

🔴 ძალა დაკარგა ე.წ. self-ანტიგენ ტესტებმა, რომლებიც აქამდე სამუშაო ადგილებზე წარდგენის შემთხვევაში ე.წ. 3G-ს წესების ნორმას აკმაყოფილებდა;

🔴 აცრის სერთიფიკატების ძალაში ყოფნის ვადა 360 დღიდან 270 დღემდე შემცირდა (მეორე აცრის დღიდან);

🔴 Jonson & Jonson ვაქცინის ერთი დოზით აცრილთათვის, ე.წ. მწვანე ბარათის განახლებისთვის საჭიროა დამატებითი აცრა, არა უგვიანეს 2022 წლის 3 იანვრისა;

🔴 კვლავ ძალაში რჩება ე.წ. FFP-2 დამცავი ნიღბის ტარების ვალდებულება დახურულ და დახურვად (კაბინები, ლიფტი-სავარძლები, საბაგიროები) სატრანსპორტო საშუალებებში მათთვის, ვინც ტრანსპორტის ამ საშუალებებს მათი ყოველდღიური საბაზისო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იყენებენ. ტურისტული საჭიროებებისთვის, 2021 წლის 15 ნოემბრიდან ძალაში შევა 2G წესი;

🔴მაღაზიებში, საზოგადოებრიც ტრანსპორტში და სხვა დახურულ სივრცეებში კვლავ ძალაში რჩება ე.წ. FFP-2 დამცავი ნიღბის ტარების ვალდებულება;

🔴სასტუმრო დაწესებულებაში ძალაშია 2G წესი;

🔴სამსახურეობრივი საქმიანობის შესრულების პროცესში ძალაში რჩება 3G წესი; გამონაკლისს წარმოადგენს ის დაწესებულებები, რომელთა კლიენტებს 2G წესის დაცვა მოეთხოვებათ (2G კლიენტი = 2G მომსახურე პერსონალს);

🔴მოხუცთა თავშესაფრებსა და მოვლით დაწესებულებებში, ისევე, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის პირთა მოვლის, ასევე საავადმყოფო და სარეაბილიტაციო დაწესებულებებში ძალაშია 2G წესი როგორც სტუმრების, ასევე მომსახურე პერსონალისთვის. გარდა ამისა, დახურულ სივრცეებში აუცილებელია FFP-2 დამცავი ნიღბის ტარება. 2G წესი არ შეეხებათ პირებს, რომლებიც პალიატიური მედიცინის დაწესებულებებში იმყოფებიან არასრულწლოვან ან დახმარების აუცილებლობის მქონე პირებთან, ასევე ბავშვის დაბადების დროს;

🔵 COVID-19-აცრები:

🔴 თუ/სანამ არ არსებობს ერთიანი ევროპული რეკომენდაცია ამა თუ იმ კოვიდ-ვაქცინასთან დაკავშირებით, ძალაშია ეროვნული ვაქცინაციის ორგანოს მიერ გაცემული შემდეგი რეკომენდაციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც WHO-ს მიერ ნებადართული ე.წ. Emergency Use List-ში მყოფი ვაქცინებით არიან აცრილი:

🔴 სრულად ვაქცინირებულ პირები 65 წელზე ქვემოთ, სასურველია, ერთხელ მაინც იყვნენ აცრილები mRNA-სახეობის ვაქცინით (30 წლამდე ფაიზერით, 30 წლის ზემოთ, ფაიზერით ან მოდერნათი). აცრებს შორის მანძილი უნდა იყოს ერთი თქვე.

🔴65 წელზე მეტი ასაკის ადამიანები და ასევე, პირები, თანმდევი დაავადებების არსებობის შემთხვევაში, კოვიდ 19-ით მძიმედ დაავადების თავიდან აცილების მიზნით, სასურველია იყვნენ ორჯერადად აცრილნი, ერთთვიანი ინტერვალით.

🔵 რეკომენდაციები:

🔵 მთავრობის რეკომენდაციაა ყველა დაწესებულება გადავიდეს ე.წ. “Home Office”-ზე (დისტანციურ მუშაობაზე), თუ ეს შესაძლებელია;

🔵 სკოლის მოსწავლეებისთვის რეკომენდაციაა, შეძლების შემთხვევაში, დაესწრონ გაკვეთილებს დისტანციურად.  

 

 

 

‼️ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეგულაციები მუდმივ ცვლილებას განიცდის, მათ შორის ფედერალური მიწების მიხედვით. დეტალური და აქტუალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე განთავსებულ საინფორმაციო გვერდს:

https://www.austria.info/en/service-and-facts/coronavirus-information?fbclid=IwAR1dHkP3ilepvS8BE87Lc6CWncgb-5hHJd8ESHcEocWjmjwdQ_nO_ReCKwo

https://www.sozialministerium.at/Informationen-zum-Coronavirus/Coronavirus---Aktuelle-Ma%C3%9Fnahmen.html?fbclid=IwAR0lfqmVu6oyLQRown0AXlvJ-XFNE60_6rLpdb87kVdgOIlafG4bkrZnG_0

https://corona-ampel.gv.at/aktuelle-massnahmen/bundesweite-massnahmen/

❗️❗️დეტალური ინფორმაცია კოვიდ-რეგულაციებზე ფედერალური მიწების მიხედვით, იხილეთ: 

🔵 ვენა: https://corona-ampel.gv.at/aktuelle-massnahmen/regionale-zusaetzliche-massnahmen/wien/

                    https://coronavirus.wien.gv.at/

🔵 ფორარლბერგი: https://corona-ampel.gv.at/aktuelle-massnahmen/regionale-zusaetzliche-massnahmen/vorarlberg/ 

🔵 ტიროლი: https://corona-ampel.gv.at/aktuelle-massnahmen/regionale-zusaetzliche-massnahmen/tirol/

🔵 შტირია: https://corona-ampel.gv.at/aktuelle-massnahmen/regionale-zusaetzliche-massnahmen/steiermark/

🔵 ზალცბურგი: https://corona-ampel.gv.at/aktuelle-massnahmen/regionale-zusaetzliche-massnahmen/salzburg/

🔵 ზემო ავსტრია: https://corona-ampel.gv.at/aktuelle-massnahmen/regionale-zusaetzliche-massnahmen/oberoesterreich/

🔵 ქვემო ავსტრია: https://corona-ampel.gv.at/aktuelle-massnahmen/regionale-zusaetzliche-massnahmen/niederoesterreich/

🔵 კარინტია: https://corona-ampel.gv.at/aktuelle-massnahmen/regionale-zusaetzliche-massnahmen/kaernten/

🔵 ბურგენლანდი https://corona-ampel.gv.at/aktuelle-massnahmen/regionale-zusaetzliche-massnahmen/burgenland/

❗️ ❗️  დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +43 676 3259839 ან მოგვმართეთ ელ. ფოსტის საშუალებით: [email protected]