საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქეთევან ციხელაშვილის განცხადება ეუთო-ს 29-ე ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ფორუმის დასკვნით შეხვედრაზე

მიმდინარე წლის 9-10 სექტემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იმართება ეუთო-ს 29-ე ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ფორუმის დასკვნითი შეხვედრა, რომლის ძირითადი თემა იყო ქალების ეკონომიკური გაძლიერება ეუთო-ს სივრცეში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარებისთვის - “Promoting comprehensive security, stability and sustainable development in the OSCE area through women’s economic empowerment”. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ში, ელჩმა ქეთევან ციხელაშვილმა. გახსნით სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და პროექტებზე ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და ქალი მეწარმეების წახალისების კუთხით. ელჩმა ხაზი გაუსვა ამ პროგრამების მნიშვნელობას ეუთო-ს სივრცეში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით. ასევე, აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ქალების ეკონომიკური საქმიანობის წახალისების პროგრამებით ვერ სარგებლობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობა.