საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქეთევან ციხელაშვილის განცხადება ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე

2021 წლის 4 ნოემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ში, ელჩმა ქეთევან ციხელაშვილმა განცხადება გააკეთა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის, კაირატ აბდრახმანოვის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საპასუხოდ.

საქართველოს წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა უმაღლეს კომისარს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის აქტიური მხარდაჭერისთვის.

ელჩმა სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებზე, რომელთა გაზიარებაც პოტენციურად საინტერესო შეიძლება იყოს ეუთო-ს სივრცეში.

გამოსვლაში ქეთევან ციხელაშვილმა დაადასტურა უმაღლეს კომისართან და მის ოფისთან მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა.