საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა ქეთევან ციხელაშვილმა მონაწილეობა მიიღო ავსტრიის რესპუბლიკაში ახალგაზრდა ელჩის, მარიამ რურუას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში -“ ცხოვრება მშვიდობისთვის”

მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა ქეთევან ციხელაშვილმა მონაწილეობა მიიღო ავსტრიის რესპუბლიკაში ახალგაზრდა ელჩის, მარიამ რურუას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში -“ ცხოვრება მშვიდობისთვის”, რომელიც ავსტრიელ პაციფისტსა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს, ბერტა ფონ ზუტნერს მიეძღვნა.

ღონისძიებაზე ქეთევან ციხელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მშვიდობის განმტკიცების პროცესში ქალების ჩართულობაზე ისაუბრა. თავის გამოსვლაში ელჩმა აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა მშვიდობის შენებისა და განმტკიცების პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობასა და მათ როლზე.

ღონისძიების შესახებ ვრცელი ინფორმაცია იხილეთ 👇

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=6442777215793186&id=788699954534302